. . .

”ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,
შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის
და გადაკეტე ზურგ სუკან ოთახის კარები.
არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი
,ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,
როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ
რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.
ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.
უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია.
აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი
მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,
მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,
ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.
გაჩუმდი როდესაც დაიწყებ ფერებას.
რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს,
ინანებ ჯობია აჩვენო ვნების გახელება
და მერე დაღლილმა თვალები მინაბე.
ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,
ოთახში მთავრის შუქს შიშველი დაუდგეს
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე.
როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო მგზნებარე ფერება
ვერ შეძლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.
ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი
და გამოებერება სიმწიფით მუცელი.
იარე ცარიელ ქუჩაში თავდახრით,
ცუდად მოიქეცი ასე რომ დატოვე,
თავს ირჩენ გრძნობებზე უხეში თავდასხმით
და ისევ ერთად ხართ შენ და სიმარტოვე.
დრო მოვა, როდესაც გონება შეშლილი
მიხვდები არავინ გიყვარდა მასავით,
მას კი გრძნობა ექნება შენდამი შეცვლილი
და გულში ჩაგიკრავს საყვარელ ძმასავით.
შეცდი რომ ასე ბრმად აყევი ჩემ რჩევას…
ქალი რომ თავისთან პაემანს დაგითქვავს,
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა…
ჩათვალეთ მე თქვენთვის ეს სიტყვა არ მითქვამს …”

By ლიიიკკაააა .

ქარი

    ვზივარ და ვუყურებ, თუ როგორ უცებ ამოვარდა ქარი. ღრუბლიანი ამინდია და გარეთ გასვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, მარგამ უკვე გვიანია და სახლში წასვლაა საჭირო. Image

ჩავიცვი და გარეთ გავედი. ისეთი ქარია, რომ სახე ამიწითლდა და გამეყინა. თმები უაზროდ მიფრიალებს აქეთ–იქით. მივდივარ ჩქარა და ვფიქრობ, თუ როგორ მენატრება ზაფხული.. როგორ ვერ ვიტან ქარს, სიცივეს. ქარისგან უცებ თვალები ამიცრემლდა, ვერაფერს ვხედავდი, გავიყინე, მაგრამ მაინც ვიგრძენი, რომ რაღაც დამეჯახა.

– უკაცრავად, ვერ დაგინახეთ.

–არა არაუშავს, ჩემი ბრალი იყო.

–ბოდიშით..

–გოგონი ! რაღაც დაგივარდათ.

–ა, უი, გმადლობ.

   ავიღე ტელეფონი და გზა გავაგრძელე. ისეთი გათიშული ვიყავი, ვერცც გავიგე როგორ გამოსძვრა ტელეფონს ყურსასმენები. ვერა და ვერ დამთავრდა გზა. ყურში საშინელი ხმა ჩამესმის, ქქარისგან სახე მელეწება .  მხვდებიან ნაცნობები, მაგრამ ვინ აქცევს მათ ყურადღებას ?  აი ყურში ჩამესმის ნაცნობი ხმები და სსვლას ვუჩქარებ. არამგონია ამ სიცივეში ხმის ამომღები ვიყო. თითქმის მივრბივარ თვალდახუჭული და მტკივნეულად ვასკდები რაღაცას, ან ვიღაცას.

–რა არის დღეს რა დღეა ? , ვთქვი უხასიათოდ.

–უკაცრავად, მაპატიეთ, ნამდვილად ვერ დაგინახეეთ.

–არაუშავს . ვთქვი ცოტა გაღიზიანებულმა.

–უი ისევ თქქვენ ხართ ?

–ა, დიახ , ბოდიში მეჩქარება.

–კი. რათქმაუნდა …Image

  და გავიქეცი, არ ვიცი რატომ. ქარი სახეზე უფრო მწარედ მეხეთქებოდა. ვეღარც ვფიქრობდი , რატომ მივრბოდი, ან რატომ გავურბოდი იმ ადამიანს. არადა თავიდან ჩვეულლებრივი დღე იყო, მაგრამ  ამინდმა გააფუჭა ყველაფერი . ძალიან უაზრო დღეა. უაზრო და ბანალური, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან.

   მაინც რატომ არ მიყვარს ქარი ? იმიტომ, რომ აზრებს მიბნევს, თმასთან ერთად , ვბრმავდები და ჩემს თავს აღარ ვგავარ. ხასიათს მიფუჭებს. რა უაზროა ქარი, სხვა არაფერი იცის უსიამოვნების და უხასიათობის მოტანის გარდა. მაგრამ ასევე ახალი ადამიანების, რომლებიც ჩემსავით ბრმავდებიან ქარში …Image

–ლიკა ! ლიკა ! მოიცადე …

ეს ისევ ქარის ხმაა თუ მოჩვენებებიც დამეწო ?

–ლიკა ! დაგვიცცადე ! – გაისმა ახალი ხმა.

 სხვა შევანელე და გაჭირვებით დავინახე ქარბუქში მომავალი ორი სილუეტი.

–როგორ ხარ? – მკითხა ერთ–ერთმა.

–რავიცი .. თქვენ როგორ ხათ? – ვკითხე ისე, სხვათაშორის.

–ქარმა კინაღამ წაგვიღო, სად მიდიხარ? – მკითხა მეორემ.

–სახლში… მეჩქარება , მელოდებიან .. – ვთქვი მე და ნელა გავეცალე მათ.

–კარგი, შემოგვეხმიანე , ნუ დაგვეკარგები ! – შემომაძახა რომელიღაცამ.

   სუსტად გავუგიმე უკნიდან და ისევ ჩქარი სვლით განვაგრძე გზა. დღეს ნამდვილად უაზრო დღეა. ისიც კი ვერ გავარკვიე ვის ველაპარაკებოდი რამოდენიმე წუთის წინ.

   მივუახლოვდი ნანატრ სახლს. შევედი ჩემს ოთახში, წამოვწექი და გავიფიქრე, თუ როგორი ნორმალური იქნებოდა ეს დღე ქარის გარეშე. ყველანაირი დაჯახებების და დიალოგების გარეშე. უწყინარი დღეე. მაგრამ არა…     ფანჯრებიდან ისსმოდა ქარის გამალებული  ზუზუნი …..

By ლიიიკკაააა .

C o f f e e ♥

ყავა.

ოხ, როგორ ჩამწვდება ხოლმე გულში და სულში ; პირდაპირ გრძნობს როგორ ხასიათზე მინდა ვიყო და მაყენებს კიდევაც ! 

აი, მაგალითად ეხლა . ვარ ძალიან მაგარ ხასიათზე ..

ყავა …

 ყავა და შოკოლადი , რა დროც არ უნდა იყოს , ჩემი მხსნელია ყველაფრისგან .

ყავა,შოკოლადი და მუსიკა ( მუსიკის გარეშე ხომ არ შეიძლება ) 

… ნამდვილი ნეტარება  ♥

 რა არის ყავა ? ეს ხომ უბრალო , ცხელი სითხეა . მაგრამ ამ ცხელ სითხეს შეუძლია მოგანიჭოს სიამოვნება,  გააჩნია როგორ ჩასწვდები მის გემოს. მე ყავასს ამ ზაფხულს მივეჩვიე და მას თითქმის ყოველდგე ”მივიღებდი დიდი დოზით”.

  დიახ, ყავა ნარკოტიკივითაა : მიგიჩვევს და ჩაგითრევს . (ყავაში ნამდვილად არის ასეთი ნივთიერებები).

   მაგრამ ეს ყველაფერი სასიამოვნოა არა? კი, ვიცი .

  ყაააავა . მე პირადად იშვიათად მაყენებს ხოლმე ”ცუდ” ხასიათზე (ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით) . მე უფრო მხიარული ადამიანი ვარ ( შეიძლება გარეგნობაზე და სახის მიმიკებზე ეს არ ”ამესახება”, მაგრამ რაც არ უნდა დააუჯერებელი იყოს ეს ასეა ! :დ მაგრამ ყველაფრისდამიუხედავად მაინც რატომგაც დაბღვერილი დავდივარ ხოლმე:( )  

   ოუ, როგორ არ მინდოდა თემიდან გადახვევა *.*

                  … ყავა მაინც სხვა რამეა ..  ♥ .. 

 

 

– პოტენციური ყავისტი : Trollgirl. 

By ლიიიკკაააა .

* * *

     იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩიტი ძლიერი ფრთებითა და მოელვარე ჭრელი ბუმბულით. არსება, რომელიც გაჩენილი იყო ცაში თავისუფალი ნავარდისთვის.
   
     ერთხელ ქალმა დაინახა იგი და შეუყვარდა. გული გამალებით უძგერდა, თვალები მღელვარებისგან უბრწყინავდა,როცა მის ფრენას ადევნებდა თვალს. ჩიტმა ქალს უხმო და ისინი შეხმატკილებულად გაიჭრნენ ცის ლაჟვარდში. ქალი აღბრთოვანებული იყო მისით, პატივს სცემდა და ადიდებდა მას.

     მაგრამ ერთხელაც თავში გაუელვა, ჩიტი ოდესმე აუცილებლად მოისურვებს შორეთში,შეუცნობი მთებისაკენ გაფრენას. შეშინდა, რომ სხვა ჩიტთან ვეღარ იგემებს ასეთ სიამეს. მას შეშურდა . შეშურდა ბუნებისაგან ბოძებული ფრენის ნიჭისა.

 და კდიევ მარტოობის შეეშინდა.

 და მოიფიქრა : ,, მოდი, კაკანათს დავუგებ, მეორედ რომ მოფრინდება ” .

     ჩიტსაც უყვარდა ქალი და მეორე დღეს მოფრინდა, მაგრამ კაკანათში გაება . 
 ქალი მთელი დღეების განმავლობაში ტკბებოდა მისი ყურებით, მეგობრებსაც აჩვენებდა, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ მას ახლა ყველაფერი ჰქონდა . მაგრამ ქალის სულში უცნაური რამ ხდებოდა : რაც ჩიტი ხელში ჩაიგდო და რაც მისი მოტყუება და მოშინაურება აღარ იყო საჭირო ,  მის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა გაუქრა . ჩიტი კი, მას შემდეგ, რაც აღარ დაფრინავდა არადა მისი ყოფის არსი სწორედაც ეს იყო, გახუნდა, ეშხი დაკარგა, დაუშნოვდა და ქალი საერთოდ აღარ აქცევდა მას ყურედღებას.მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, საკენკი არ გამოლეოდა და გალია დასუფთავებული ჰქონოდა .

  ერთ მშვენიერ დღეს ჩიტი მოკვდა. ქალი დაღონდა . მხოლოდ მასზე ფიქრობდა , დღედაღამ აგონდებოდა, ოღონდ არა გალიაში გამომწყვდეული, არამედ ღრუბლებში მონავარდე, სწორედ ისეთი , როგორიც პირველად ნახა.

  ამ ქალს თავის სულში რომ ჩაეხედა, მიხვდებოდა , რომ ჩიტის სილამაზემ კი არ მოხიბლა, არამედ მისმა თავისუფლებამ და მისი გაშლილი ფრთების ლიძლიერემ. 
  ჩიტის გარეშე ცხოვრებამ აზრი დაკარგა და სიკვდილმაც მიუკაკუნა კარზე . ,,რისთვის მოსულხარ? – ჰკითხა მას ქალმა. 

 ,, იმისათვის, რომ შენ  კვლავ იფრინო ცაში შენს ჩიტთან ერთად, – მიუგო სიკვდილმა, – მისთვის შენი დატოვებისა და უკან დაბრუნების ნება რომ მიგეცა, ახლა უწინდელზე მეტად გეყვარებოდა და აღბრთოვანებული იქნებოდი. ახლა კი მის კვლავ ხილვას ჩემს გარეშე ვერარით ვერ შეძლებ”.

  (( :

 Image

By ლიიიკკაააა .

მუსიკის ძალა …

       იგი მიდიოდა წვიმისგან დანამულ გზაზე,უსმენდა მუსიკას და არაფერზე არ ფიქრობდა .  ეს მისი საყვარელი ამინდი იყო საყვარელ სიმღერასთან ერთად, მიაბიჯებდა და უფრო და უფრო მიჰყვებოდა მუსიკის ჰანგებს. მიდიოდა მსუბუქად, არ ადარდებდა მის გარშემო  მოტრიალე სამყარო : უსმენდა მუსიკას და მიდიოდა .  
   გოგონა,რომელიც სრულიად ჩაძირულიყო მუსიკაში და რეალობას ფანტაზიისგან ძლივსღა ანსხვავებდა  მიაბიჯებდა დიდი სიამაყით წვიმაში, რომელიც ნაზად უსველებდა შუბლს, თმას …  წვიმის წვეთები სათუთად ელამუნებოდა სახეზე,რომლის ნაწილი ჭორფლით იყო დაფარული. მისი თვალები გზას ანათებდა… დაბურულ გზას რომელიც თვითონაც არ იცოდა საით მიუყვებოდა.            გოგონას თითქოს შეშინებული და დაბნეული თვალები დამაჯერებლად გაჰყურებდა გზას .. იგი ფიქრობდა , ფიქრობდა თუ რას აკეთებდა, საით მიდიოდა . თუმცა ამ მომენტში ეს მას დიდად არ ანაღვლებდა .              ის არ იყო ისეთი გოგონა,რომელიც  განიცდიდა შეყვარებულთან მოხდარ ამბებს ( რომელიც არ ჰყავდა ) ,  არ აწუხებდა რა ნიშანი მიიღო სკოლაში ,  ვინ რა თქვა მასზე …   არ წუხდა არაფერზზე, როდესაც მუსიკას უსმენდა .         მსუიკას რატომღაც მისი ცხოვრების  დიდი ნაწილი ეკავა : უკრავდა გიტარაზე, წერდა სიღერებს, მღეროდა …                        იგი თავის ემოციებს სიმღერაში აქსოვდა, რაც საკმაოდ კარგად გამოსდიოდა …  მას ვერ უწოდებდი ხელოვან ადამიანს(რატომაც არა მაგრამ), არც სურდა ეს , რადგან იგი გამოხატავდა მუსიკით იმას, რასაც სიტყვით ვერ არმბობდა .  
        დიდი ძალა აქვს მუსიკას …   მაინც, რა ღვთაებრივი რამაა … რომ არა იგი , ბევრი ადამიანი უსაქმურად იქნებოდა , ზოგი ვერც გრძნობებს გამოხატავდა … კიდევ რა საშუალებები არსებობს ?! ხატვა ? ყველას არ აქვს  შემოქმედებითი ნიჭი არა ?  
     ხელოვნება .. რომ არა ხელოვნება ალბათ ქვის ხანაში ჩავრჩებოდით …
 Image
Image

Image

By ლიიიკკაააა .
Aside

    ხანდახან მინდება რომ ჩემი ცხოვრება სიზმარი იყოს. სიზმარი რომლის დასასრული არსებობს და სადაცაა დამთავრდება. ხანდახან კი მინდა, რომ ეს სიზმარი არასდროს დამთავრდეს. : გაგრძელდეს ცხოვრების ის მოენტები რომლებიც სიამოვნებას მანიჭებს და ვისიამოვნო ცხოვრებით რომელიც ათასგვარ ხრიკებს და თუნდაც სიურპრიზებს გვიმზადებს…  Image
   რას ვითხოვთ ცხოვრებისგან? რათქმაუნდა ჩვენთვის საჭირო და სასურველ თუნდაც ნივთებს… მოვლენებს…  ზოგს კარგი ნიშნები უნდა და ასეთი უაზრო რაღაცეებიც..  ზოგს სულ არაფერიც არ უნდა … 
  ყველა ინდივიდუალურია … Image
    არ ვვიცი რატომ დავიწყე ეს ყველაფერი მაგრამ მინდა , რომ უაზროდ არ დამთავრდეს.. ))) 

      ცხოვრება ცხოვრება ცხოვრება … ვინ გაუგებს მას ?   ბედი, იღბალი ,, ცხოვრების ნაწილია ყველაფერი …  ეს ცხოვრება გვიკითხავს ხოლმე ხანდახან დედას[თუ მიმიხვდით..]]  Image

   დღეს ვითომ მოაწვა და დაწერა მინდოდა რამე თემაზე, მაგრად ვერაფერიც ვერ გამომივიდა .  ისევ მეგობრებში დავანთხიე მუზის პატარა გამონათება და ვილაპარაკე ბევრი …  

      აუ აუ მიყვარხართ ყველანიიი ! გიცნობ არ გიცნობ და ა.შ მიყვარხართ მაინც ყველა :დ რაღაც იდიოტურ ხასიათძე ვარ რა … Yeap // … Image

By ლიიიკკაააა .
Video

ძაან რაღაცნაირი მუსიკალური გემოვნება მაქვს .. ვუსმენ როკს. პანკ როკს, მეტალს და ა.შ ეს ჯგუფი ძალიან მომწონს. ახსნა განმარტებები რომ დავიწყო ალბათ ვერაფერს ვერ გაიგებთ ამიტომ არაფერს დავწერ ზედმეტს. ანუ, ვუსმენ სხვადასხვა როკს. ძველს ,თანამედროვეს … რავი . ეს მაგალითად ძველი ჯგუფია მაგრამ ახლანდელშიც ითვლება..
მთავარია მე მომწონდეს რასაც ვუსმენ და სხვამ თავის გემოვნებას მიხედოს ;დ :)))

By ლიიიკკაააა .

.. So , Hello

     …. სხვების დასანახად  რათქმაუნდა ჩვეულებრივი გოგონა ვარ; არაფრით გამორჩეული, წყნარი,საყვარელი…(მაგრამ ეს ყველაფერი მოსაბეზრებელია არა?ჰომ,ვიცი) ყოველთვის მინდოდა ეს აზრი შემეცვალა ყველასთვის: აღარ ვყოფილიყავი მშვიდი,შეუმჩნეველი პატარა გოგონა. მაგრამ მე ხომ ყოველთვის მასეთი პოზიცია მეკავა? დაწინაურებაზე დიდი ხანი არ მიფიქრია,სანამ საბოლოოდ არ ამომასხა და მომბეზრდა ასე ყოფნა.    ვეცადე სხვანაირი გავმხდარიყავვი, უფრო გახსნილი და მხიარული.  ახლო მეგობრებთან ერთად სულ ასე ვარ : უწყინარი,   ”განწყობის ადამიანი” – შეხედავ და კარგ ხასიათზე რომ დგები. სულ ვხუმრობ, დღე სიცილში გამყავს. აი კლასში კი ასეთი გახსნილი არ ვიყავი, არა , უფრო ვერ ვიყავი.. ვეცადე,მაგრამ რატომღაც არ გამომივიდა.              9 წელი ერთ სკოლაში და ერთ კლასში ვსწავლობდი. მეათე კლასში გადავედი და  გადავედი სხვა სკოლაშიც.   სიმართლე რომ გითხრათ , არ დამწყდომია გული რომ გადავედი, და არც არაფერი დამიკარგავს ამით,პირიქით.  ამ კლასში უფრო გახსნილი ვარ,, კარგი ბავშვები არიან,, მხიარულები.   გადავედი კერძო სკოლაში და შესაბამისად  ცოტანი ვართ კლასში, და ალბათ ამიტომ ვგრძნობ აქ თავს კარგად.   რაც მთავარია გავიჩინე ბევრი მეგობარი…  
    ძალიან დიდი იდიოტობა პოსტი რომ არ გამომივიდეს სურათებსაც დავურთავ.. ოჰ დავიგრუზე :დდ  
 დიდი ხანია აღარ დამმიწერია აქ, თურმე მომნატრებია აქაურობა. კარგია როცა შენს ადგილს ყველგან მაინც პოულობ 🙂    

Image
Image

    აუ ისე, მეათე კლასში გადვედი და ნორმალურად არავინ არ მომწონებია-არც მე. რაღც მაწუხებს ეს ყველაფერი, ანუ, ხშირად ვფიქრობ ამაზე.. ნუ , დიდი არაფერი შემაწუხებელი ეს არარის მაგრამ რავიი] აბა :დ ისე ასეთ რაღაცეებს ყურადღებას დიდად არ ვაქცევ მაგრამ ცხოვრებაში ყველას ჩირდება რამე სხვაობა. რამე ახალი, და მეც ამის მოლოდინში ვარ. იმედია იმედები გამიმართლდება,. თუ არადა ერთი მაგისიც 😀 Image
 ესეც მე და ლონდა 😀
  
Image

Image

 Ville Vallo ❤
Image

By ლიიიკკაააა .